მერაბ დვალიშვილი: «ო'მელისთან კარგი ბრძოლა გამოვიდოდა»

«ბევრს მოსწონს აღნიშნული დაპირისპირების იდეა, რადგან მე გრეპლერი ვარ შონი კი დამრტყმელი. კარგი სტილისტიკური ჩხუბი გამოვიდოდა, მაშ რატომაც არა? მე ყოველთვის მზად ვარ გამოწვევებისთვის», – განაცხადა დვალიშვილმა.
გაცნობებთ, რომ ორივე მებრძოლი UFC 252 ტურნირზე ასპარეზობდა. მერაბ დვალიშვილმა მსაჯების გადაწყვეტილებით ჯონ დოდსონი დაამარცხა, ხოლო 25 წლის ამერიკელმა პირველ რაუნდში მარლონ ვერა ნოკაუტით დაამარცხა.
MMA-ში ქართველს 16 გამართული შეხვედრიდან 12 გამარჯვება აქვს აქტივში, ხოლო შონ ო'მელის 13 შეხვედრიდან 12.