დე ხეა: "იუნაიტედში" თავს ბედნიერად ვგრძნობ

დე ხეა: "იუნაიტედში" თავს ბედნიერად ვგრძნობ მანჩესტერ "იუნაიტედის" კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ, ინგლისური კლუბის რიგებში საკუთარ როლზე ისაუბრა.

”მე მანჩესტერ "იუნაიტედის" ძირითადი მეკარე ვარ. უკვე მრავალი წელია, რაც აქ ვასპარეზობ. დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოვაჩენ საკუთარ თავს. მწვრთნელის, კლუბის და ჩემი თანაგუნდელების მხრიდან, დიდ ნდობას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ მანჩესტერ "იუნაიტედში" თამაშით და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ მრავალ წელს გავატარებ. ვიმედოვნებ, ერთად უამრავ ტიტულს მოვიპოვებთ” - ციტირებს დე ხეას სიტყვებს გამოცემა BT Sport.

დავიდ დე ხეა მანჩესტერ "იუნაიტედში" 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მანამდე იგი მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 25 მილიონი ევრო შეადგინა. ესპანელ მეკარეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი - 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.