რივალდო: მე სუარესის გულშემატკივარი ვარ

რივალდო: მე სუარესის გულშემატკივარი ვარ კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლუის სუარესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, 33 წლის ურუგვაელი შემტევი მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში ჩაირიცხა.

”ლუის სუარესმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაფორმებით. მინდოდა, რომ ის "ბარსელონაში" დარჩენილიყო. ვგრძნობდი, რომ წინადადებისთვის მზად იყო, თუმცა რონალდ კუმანმა ნათლად თქვა, რომ ურუგვაელი არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ამიტომ ლუისი შეუერთდა გუნდს, სადაც მას დააფასებენ.

იმედი მაქვს, ლუისი კარგად იასპარეზებს "ატლეტიკოს" შემადგენლობაში, რადგან მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მან ხელშეკრულება გააფორმა სრულყოფილ კლუბთან. დარწმუნებული ვარ, დიეგო სიმეონე ბედნიერია, იმით რომ სუარაესს საკუთარ გუნდში იხილავს. ლუისი შესანიშნავად მოერგება სიმეონეს სტილს.”
- ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.