სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივარს მიმართავს

სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივარს მიმართავს მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეული ლუის სუარესი, გულშემატკივრებს მიმართავს. შესაბამისი ვიდეო-მასალა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"მოგესალმებით "ატლეტიკოს" გულშემატკივრებო! მე მოვედი აქ და ახალი მაისური მოვირგე. სულმოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მოედანზე გასვლა შემეძლება და თამაშისაგან სიამოვნებას მივიღებ. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელსაც მიგზავნიდით. მოვიდა დრო, თამაშით დავტკბე და ახალ სეზონში უმაღლეს მიზნებზე ვიბრძოლო." - აღნიშნავს ლუის სუარესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.