კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება

კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ექს-ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, მზადაა ოქტაგონში დაბრუნდეს და ორგანიზაციის ვეტერანს დიეგო სანჩესს დაუპირისპირდეს, რომელმაც ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ირლანდიელთან ბრძოლით ოცნებობს.

«დიეგო სანჩესს….ვნახე შენი ბოლო დროინდელი კომენტარი შენს საფინალო მატჩზე და მე საქმეში ვარ! პერეირასთან ბრძოლის შემდეგ დუბლინში შენთან დაპირისპირებას ვითხოვდი. ეს ჯერ კიდევ თებერვალში იყო, როდესაც ჯერ კიდევ მსურდა სეზონის გაგრძელება, სანამ კოვიდი დაიწყებოდა. წარმატებას გისურვებ ამ უქმეებზე!», - წერს კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში და თან დანა უაითთან მიმოწერის სურათს ასაჯაროებს.


გაზიარებული სქრინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კონორს ნამდვილად სურდა სანჩესთან ბრძოლა, რაზეც მაკგრეგორმა პასუხი მიიღო, რომ UFC-ს ლიცენზიას ჩამოართმევენ, თუკი პრომოუშენი ამ ბრძოლას გამართავს.

ამის შემდეგ მაკგრეგორმა მზადყოფნა გამოთქვა ჯასტინ გეტჯის შეხვედროდა, როგორც ცნობილია აღნიშნული ბრძოლა მიმდინარე წლის ივლისში იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი მორიგ ბრძოლას UFC 253 ტურნირზე აბუ-დაბიში გამართავს. 38-წლის ვეტერანის მეტოქე ჯეიკ მეთიუსი იქნება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.