ენდი კოული: 109 მილიონი ფუნტი სტერლინგი? ეს სრული სიგიჟეა

ენდი კოული: 109 მილიონი ფუნტი სტერლინგი? ეს სრული სიგიჟეა მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ენდი კოული, ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. გერმანული კლუბი ხსენებული გარიგებისთვის 120 მილიონ ევროს ითხოვს.

"ეს ძალიან დიდი თანხაა, უბრალოდ გიჟური. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის შეუშვებენ გულშემატკივრებს სტადიონზე. გუნდმა კი მთელი ქონება უნდა დაკარგოს. როდესაც ისეთ კლუბს უყურებ, როგორიც მადრიდის "რეალია" და რომელიც არ ხარჯავს ფულს, ეს რაზე მიუთითებს? ისინი ტრანსფერებს უბრალოდ არ აკეთებნ, ე.ი საფეხბურთო სამყაროში რაღაც რიგზე ვერ არის."

"იუნაიტედში" ალბათ შემდეგი სახის კომენტარს აკეთებენ: -"ჩვენ არ ვაპირებთ ფული უმისამართოდ ვხარჯოთ. თუ საჭირო იქნება მართებული ტრანსფერის განხორციელება, შესატყვისი დანახარჯით, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით." 109 მილიონი ფუნტი სტერლინგი? თან ასეთ მოცემულობაში?..."
- ციტირებს გამოცემა PA Agency ენდი კოულის სიტყვებს.

გასულ სეზონში 20 წლის შემტევს საოცარი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. სანჩომ გერმანიის ჩემპიონატის 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა 17 გატანილი გოლით და 16 შედეგიანი გადაცემით. სანჩოს მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

---
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.