რივალდო: სუარესის გარეშე "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდება

"ჩემი აზრით, ლა ლიგის ეგიდით "ვილიარეალთან" გასამართ შეხვედრაში, ანტუან გრიზმანი ცენტრალური თავდამსხმელის რანგში მოგვევლინება. არ ვიცი, ეს რამდენად კარგად იმუშავებს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მატჩი დადებითი შედეგით დასრულდება, კატალონიელებს ახალი ფორვარდის გაფორმება მაინც მოუწევთ. "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდება ლუის სუარესის გოლების გარეშე. კუმანს ახალი გეგმები უნდა ჰქოდეს, ახალი სისტემები, სადაც სუარესის არყოფნით გამოწვეული პრობლემები, აღმოფხვრილი იქნება. ბოლოს და ბოლოს კუმანმა თავად უბიძგა სუარესს კლუბის დატოვებისკენ" - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.
კატალონიის ბარსელონა, საკუთარ პირველ დაპირისპირებას ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 27 სექტემბერს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.