მანე ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს

მანე ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს "ლივერპულის" ფეხბურთელი სადიო მანე, საკუთარი თანაგუნდელების შესახებ საუბრობს და მათი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"არა მხოლოდ "ლივერპულის" გულშემატკივრებს უხარიათ ტიაგო ალკანტარას ხილვა საკუთარ კლუბში. რა თქმა უნდა, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი შემოგვიერთდა. ეს "ლივერპულს" მხოლოდ გააძლიერებს."

"პირველივე დღიდან ნათლად დავინახე, რას აკეთებს ალკანტარა, როგორც ვარჯიშებზე ისე ოფიციალურ შეხვედრებში. მაგალითად ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ტიაგო ახალ დონემდე აგვიყვანს. კონსტანტინოს ციმიკასთან შეხვედრას სულმოუთმენლად ველი. ასევე დიეგო ჟოტასთანაც. ხსენებული მოთამაშეებიც დაგვეხმარებიან ახალი სიმაღლეების დაპყრობაში, რაც სასიხარულოა როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ჩვენთვის - ფეხბურთელებისთვის." - ციტირებს სადიო მანეს სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.