ჯეისონ ტეიტუმმა «ბოსტონის» ისტორიული მიღწევა გაიმეორა

ჯეისონ ტეიტუმმა «ბოსტონის» ისტორიული მიღწევა გაიმეორა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი გაიმართა «ბოსტონ სელტიკსსა» და «მაიამი ჰიტს» შორის. ბრედ სტივენსის გუნდმა ანგარიშით 121-108 გაიმარჯვა და სხვაობის შემცირება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში «ბოსტონის» ფორვარდმა ჯეისონ ტეიტუმმა 32 წლის წინანდელი კლუბის ისტორიული მიღწევა გაიმერა. კალათბურთელმა 31 ქულა მოაგროვა და «ბოსტონის» შემადგენლობაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 32 წლის მანძილზე მინიმუმ 30 ქულის მოპოვება შეძლო პლეი-ოფის მატჩებში.

«ბოსტონის» რიგებში მსგავსი შედეგის ჩვენება ბოლოს კევინ მაკჰეილმა შეძლო 1987/88 წლების სეზონში.

ამ მომენტში სერიის ანგარიში 3-2 მაიამის სასარგებლოდ. მაიამი ჰიტსა და ბოსტონ სელტიკსს შორის მორიგი მატჩი 28 სექტემბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.