«მაიამიმ» ანტირეკორდი დაამყარა

«მაიამიმ» ანტირეკორდი დაამყარა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი გაიმართა «ბოსტონ სელტიკსსა» და «მაიამი ჰიტს» შორის. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილი გუნდი ანგარიშით 121-108 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას ჰიტსის კალათბურთელებმა 36-დან მხოლოდ 7-ჯერ მოახერხეს სამ-ქულიანის ჩაგდება, რაც 19%-ს შეადგენს. პლეი-ოფის მატჩებში ეს გუნდის მიერ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.

ამ მომენტისთვის სერიის ანგარიში 3-2 მაიამის სასარგებლოდ. მაიამი ჰიტსა და ბოსტონ სელტიკსს შორის მორიგი მატჩი 28 სექტემბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.