ნიკოლო სკირა : "არსენალი" გაბრიელ მაგალაეშს უმიზნებს

"მეთოფეები" მზად არიან, ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად 25 მილიონი ევრო გაიღონ. წინადადების პაკეტში ასევე შედის 3 მილიონი ევროს ბონუსური სისტემა. "ლილის" გარკვეული შეთანხმება აკავშირებს "ნაპოლის" მესვეურებთან, რომლის თანახმადაც გაბრიელი, ჯენარო გატუზოს გუნდში იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ "ნაპოლის" რიგებს კალიდუ კულიბალი დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელების შეთავაზება 22+3 მილიონ ევროს ითვალისწინებდა.
#Arsenal are in talks for #GabrielMagalhaes: #Lille have an agreement with #Napoli (they are interested in him, if #Koulibaly leaves), but the bid of #Gunners (€25M + €3M as add-ons) is higher than Napoli (€22M + 3). #transfers #AFC #LOSC
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 16, 2020
გაბრიელის შესაძლო ტრანსფერით არაერთი გუნდია დაინტერესებული. სახელდება მანჩესტერ "იუნაიტედი" და "ევერტონი". 22 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლილის" შემადგენლობაში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი ბრაზილიური კლუბის "ავაის" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 3 მილიონი ევრო შეადგინა. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს გაბრიელი "ლილის" რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.
განვლილ სეზონში, გაბრიელ მაგალაეშმა სულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა ერთი გატანილი გოლით და მიიღო 6 ყვითელი ბარათი.