«ბოსტონმა» «მაიამისთან» სხვაობა შეამცირა

«ბოსტონმა» «მაიამისთან» სხვაობა შეამცირა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი გაიმართა «ბოსტონ სელტიკსსა» და «მაიამი ჰიტს» შორის. ბრედ სტივენსის გუნდმა ანგარიშით 121-108 გაიმარჯვა და სხვაობის შემცირება მოახერხა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომლის ანგარიშზე 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. ბოსტონის რიგებში თავის გამოჩენა დრაგიჩმა შეძლო, სლოვენიელი კალათბურთელის მონაგარი 23 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტია.


მაიამი ჰიტსა და ბოსტონ სელტიკსს შორის მორიგი მატჩი 28 სექტემბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეხუთე მატჩი

«ბოსტონი» — «მაიამი» — 121:108 (18:26, 33:32, 41:25, 29:25)

სერიის ანგარიში: 2-3
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.