ზიდანი: "ბარსელონა" ტიტულისათვის იბრძოლებს

”პატივისცემით ვიქნები განწყობილი. გარდა ამისა, მე არ ვიცი რა ხდება გუნდის შიგნით, ამიტომ არ მსურს ჩარევა. ვფიქრობ, ყველა კლუბს აქვს პრობლემები და სირთულეები. "ბარსელონა", არის კლუბი რომლის შემადგენლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საჩემპიონო ტიტულისათვის იბრძოლებს. ამაში ეჭვი არ მეპარება” - ციტირებს გამოცემა AS ზიდანის სიტყვებს
საფეხბურთო კლუბი "ბეტისი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 26 სექტემბერს ჩანიშნული მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს. რაც შეეხება "ბარსელონას", ეს გუნდი საკუთარ ორთაბრძოლას 27 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს კატალონიური გრანდი "ვილიარეალს" მიიღებს.