ანტონიო კონტე: «პერიშიჩი ინტერს დაეხმარება»

ანტონიო კონტე: «პერიშიჩი ინტერს დაეხმარება» ცნობილ სპორტულ ვებ-პორტალ GOAL-თან ინტერვიუში მილანის «ინტერის» მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდში ივან პერიშიჩის დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხორვატი ნახევარმცველი კლუბს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩმა 2019/20 წლების სეზონი მიუნხენის ბაიერნში გაატარა. ხორვატი იჯარის წესით იყო რეკორდმაისტერში გასხვისებული და გერმანულ გრანდთან ერთად ისტორიული ტრებლის მოგებაც მოახერხა.

ივანის გამო გახარებული ვარ, რადგან მიუნხენის ბაიერნში მან შესანიშნავი გამარჯვების გამოცდილება მიიღო. გერმანულ გრანდთან ერთად სამი ტიტული მოიპოვა. ახლა ის ჩვენთან დაბრუნდა და გადაწყვეტილი აქვს გუნდს დაეხმაროს. მიხარია, რომ პერიშიჩს მსგავსი სურვილი აქვს. მწვრთნელს ყოველთვის უადვილდება ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც ენთუზიაზმს ამჟღავნებენ», - ანტონიო კონტეს სიტყვებს ციტირებს GOAL.

2019/20 წლების სეზონში პერიშიჩმა «ბაიერნის» მაისურით ჯამში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.