სულშერი: დონი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია

სულშერი: დონი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ იყო ჰოლანდიელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი, გუნდის ერთადერთი სამიზნე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.

”თქვენ უპატივცემულობას გამოხატავთ დონის მიმართ, რადგან ის ტოპ-ფეხბურთელი არის, რომელიც ჩვენს გუნდს მხოლოდ გააძლიერებს. ჩვენ უნდა მივცეთ კლუბებს საშუალება, შეიმუშაონ სატრანსფერო პოლიტიკა იმგვარად, რომ ეს მათთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს” - ციტირებს სულშერის სიტყვებს გამოცემა ВВС.

დონი ვან დე ბეკი 23 წლის ნახევარმცველია, რომელიც მანჩესტერ "იუნაიტედში" ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 39 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელის დებიუტი "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში შედგა, სადაც დონი სადებიუტო გოლით გამოირჩა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.