სესკ ფაბრეგასი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

სესკ ფაბრეგასი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც მოცემულ მომენტში "მონაკოს" შემადგენლობაში გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით იხილავდა არგენტინელ მოიერიშეს, მონაკოელთა ბანაკში.

”იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მესი მონაკოში გადავა. ეს ადვილი არ იქნება - ის ნამდვილად წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მესი იმსახურებს "ბარსელონაში" სამუდამოდ დარჩენას, რა თქმა უნდა, თუ მას ამის სურვილი ექნება” - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.

ფაბრეგასი, "მონაკოს" შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათავლისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 33 წლის ნახევარმცველს 6,5 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.