მიკელ არტეტა: ტიაგო შესანიშნავი ფეხბურთელია

”ჩვენ არ განვიხილავთ საკუთრ მოქმედებებს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ მე ტიაგო ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ასპარეზობის პერიოდიდან მომწონდა. ის წარმოუდგენელი პიროვნებაა, დიდი ტალანტის მქონე, მას ნახევარდაცვაში თამაშისათვის შესანიშნავი თვისებები აქვს. ვფიქრობ, ის "ლივერპულს" შესანიშნავად მოერგება.
წინა სეზონის მატჩები ჩემპიონატში და თასზე ძალიან განსხვავებული იყო. ახლა საქმე სხვაგვარად იქნება. თამაშის თითქმის ყველა ასპექტში "ლივერპული" დომინირებს. კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ. ორშაბათს, ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შევძლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.” - ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი მიკელ არტეტას სიტყვებს.
შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს.