რალფ რანგნიკი: ჰავერცი - ჩვენი დროის კრუიფია

რალფ რანგნიკი: ჰავერცი - ჩვენი დროის კრუიფია "ლაიპციგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი, ლონდონის "ჩელსის" 21 წლის გერმანელი ფეხბურთელის, კაი ჰავერცის შესახებ საუბრობს.

”ჰავერცი ერთ-ერთია, იმ მოთამაშეებიდან, რომელთა მოქმედებაშიც სუსტ ადგილს ვერ ვხედავ. ის ჩვენი დროის იოჰან კრუიფია - მას შეუძლია გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. შეუძლია ცხრა ან ცხრა ნახევრ პოზიციაზე თამაში. არ ვთვლი მას ეგრედ წოდებულ ვინგერად, ჰავერცი ძალიან ღირებულია მოედანის ცენტრალურ ზონაში. ეჭვი არ მეპარება, ეს ტრანსფერი წარმატებული იქნება როგორც "ჩელსისთვის", ისე თავად ფეხბურთელისთვის."

მისი საუკეთესო პოზიციაა "ათიანია" ან 4-3-3 სისტემაში, ერთ-ერთი შემტევის როლის მორგება, ნახევარდაცვაში რვიანის პოზიციაც. ის არის ძალიან უნივერსალური ფეხბურთელი და თითქმის სრული შემტევი ნახევარმცველი - 360 გრადუსიანი რადარით, რომელიც გამოყენებული იქნება, როგორც გოლების გატანისთვის ისე ასისტებისთვის” - ციტირებს გამოცემა Sky Sports გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს.

კაი ჰავერცი ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში მიმდინარე წლის 4 სექტემბერს ჩაირიცხა. მან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და შესაბამისად "არისტოკრატების" რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი გერმანელ ნახევარმცველს 81 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.