ზიდანი: ბეილს წარმატებებს ვუსურვებ

ზიდანი: ბეილს წარმატებებს ვუსურვებ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, გარეტ ბეილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უელსელი ფეხბურთელი 2020/2021 წლის სეზონს, არენდის ხელშეკრულების საფუძველზე "ტოტენჰემის" შემადგენლობაში გაატარებს.

"არაფრის თქმა არ შემიძლია. ვუსურვებ მას შემდგომ წარმატებებს, ჩვენ კი ვაპირებთ საკუთარი საქმიანობა გავაგრძელოთ. სულ ეს არის. ის, რომ ერთ ფეხბურთელს, უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა ვიდრე მეორეს - ამაში დამნაშავე მე ვარ, მაგარამ ჩემი აზრით იმ მოთამაშეებმა, რომელთა შესახებ ახლა მესაუბრებით (იგულისხმება გარეტ ბეილი და ხამეს როდრიგესი) მადრიდის "რეალში" დიდ წარმატებებს მიაღწიეს." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს გამოცემა Marca.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ხნის წინ საუბრობდა თავად გარეტ ბეილიც - "არა, არანაირი სინანულის გრძნობა არ მაქვს. მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია. ამ თემასთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები, ჩემი კონტროლის ზონაში არ შედის. როგორც ვთქვი, არაფერს ვნანობ, იმასთან დაკავშირებით რაც გავაკეთე. არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს. ეს მათი საქმეა. მე ვიცი რას ვფიქრობ მე, ჩემმა ოჯახმა იცის ვინ ვარ სინამდვილეში, ეს არის ყველაფერი რაც მაღელვებს."

რა თქმა უნდა, სხვა კულტურაში, სხვა ქვეყანაში გადასვლის შემდეგ, მე ვიზრდებოდი როგორც პიროვნება, რომ აღარაფერი ვთქვათ საფეხბურთო თვისებებზე. თქვენ უბრალოდ სწავლობთ გაუმკლავდეთ სიტუაციებს, რომელშიც აღმოჩნდებით. იყო ძალიან დაძაბული მომენტებიც. მატჩების მიმდინარეობის დროს მისტვენდნენ. ასე, რომ მე უბრალოდ ვისწავლე მსგავს გამოწვევებთან ურთიერთობა, ეს არ უნდა მიიტანო გულთან ახლოს. ფეხბურთი არის ის, რაც მიყვარს. თქვენ უბრალოდ უნდა აჩვენოთ საკუთარი მაქსიმუმი და ზოგჯერ ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ”
- ციტირებდა ბეილის სიტყვებს გამოცემა Sky Sports.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.