კლოპი: ურთულესი მეტოქე გველის, არტეტას მუშაობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

კლოპი: ურთულესი მეტოქე გველის, არტეტას მუშაობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. იურგენ კლოპი, მეტოქე გუნდის თავკაცის, მიკელ არტეტას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს.

"არ ვარ დარწმუნებული, შესაძლებელია თუ არა ამ "არსენალის" შედარება იმ გუნდთან, რომელიც გასულ სეზონში იყო. მიკელ არტეტამ, ძალიან ხანმოკლე პერიოდში აჩვენა, რომ ის განსაკუთრებული სპეციალისტია. ის გუნდი, რომელსაც არტეტა ახლა ქმნის, მისი სტრუქტურა აბოსლუტურად გამორჩეულია. შესაძლებელია იმ ბალანსის ხილვა რაც, დაცვასა და შეტევას შორის არსებობს. ძალიან ბევრი რამის ნახვა შეიძლება, რაც ასე საჭიროა თანამედროვე ფეხბურთში. კარგი ორგანიზება, თავისუფალი სივრცეები ფეხბურთელებისთვის, მოთამაშეების სწორი გამოყენება ამპლუის მიხედვით და ა.შ"

"უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ არტეტამ ამ მოკლე პერიოდში შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და გუნდის განწყობა მთლიანად შეცვალა. არ ვიცი, როგორი იყო ამ გუნდის განწყობა არტეტას მოსვლამდე, თუმცა არ მგონია ვინმეს სერიოზულად ეფიქრა რაიმე ტიტულზე. მან კი ეს მოახერხა. მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი. ასე, რომ ჩვენ ძალიან რთული, რთული, რთული მეტოქე გველის. ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება.
" - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.