ლუის სუარესი ლიონელ მესის პასუხობს

ლუის სუარესი ლიონელ მესის პასუხობს კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლუის სუარესი რომელიც ახალ სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში მოგვევლინება, ლიონელ მესის ემოციურ წერილს გამოეხმაურა.

"შენი სიტყვების და მეგობრობის გამო, ძალიან დიდ მადლობას გიხდი. მე მუდამ ვიქნები შენი, მხიარული და სენტიმენტალური ადამიანის, მადლიერი რადგან ბევრი შენ მხოლოდ როგორც ფეხბურთელს ისე გიცნობს. არ დაივიწყო რასაც მუდამ გეუბნებოდი : "თამაშისაგან სიამოვნება მიიღე და აჩვენე ყველას, რომ ასეთი მხოლოდ შენ ხარ." ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ შეცვლის შენს გიგანტურ მნიშვნელობას ვერც ამ კლუბში და ვერც საფეხბურთო სამყაროში. ძალიან მიყვარხარ მეგობარო. უშენოდ მოვიწყენ." - წერს ლუის სუარესი

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ ლიონელ მესიმ ურუგვაელ ფეხბურთელს შემდეგი სახის წერილი მიუძღვნა - "მე უკვე ვეგუებოდი შენს წასვლას, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, მომხდარი ფაქტი ბოლომდე გავითავისე. როგორი რთული იქნება, თითოეული დღე შენს გარეშე, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მოგვენატრები. ერთად გატარებული ამდენი წელი, ერთობლივი სადილი და ვახშამი... რამდენი რამ არის, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას."

"ძალიან უცნაური იქნება შენი ხილვა სხვა კლუბის მაისურით და კიდევ უფრო უცნაური იქნება შენს წინააღმდეგ თამაში. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შენ ღირსეულ წასვლას იმსახურებდი. "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მოპოვებული უამრავი ტიტულით და პირადი ჯილდოთი. შენ არ იმსახურებდი კლუბიდან ასე გაგდებას, თუმცა მე უკვე ვერაფერი გამაკვირვებს. შენს ახალ თავგადასავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ძალიან მიყვარხარ და მალე შევხვდებით მეგობარო."


View this post on Instagram

Ya me venía haciendo la idea pero hoy entré al vestuario y me cayó la ficha de verdad. Que difícil va a ser no seguir compartiendo el día a día con vos, tanto en las canchas como afuera. Los vamos a extrañar muchísimo. Fueron muchos años, muchos mates, comidas, cenas... Muchas cosas que nunca se van a olvidar, todos los días juntos. Va a ser raro verte con otra camiseta y mucho más enfrentarte. Te merecías que te despidan como lo que sos: uno de los jugadores más importantes de la historia del club, consiguiendo cosas importantes tanto en lo grupal como individualmente. Y no que te echen como lo hicieron. Pero la verdad que a esta altura ya no me sorprende nada. Te deseo todo lo mejor en este nuevo desafío. Te quiero mucho, los quiero mucho. Hasta pronto, amigo.

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.