რამდენს გამოიმუშავებს პლეი-ოფში გასული 16 გუნდი

მიუხედავად კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციისა თანხები სარეკორდო ნიშნულს აღწევს.
პლეი-ოფში გასული 16 გუნდი ერთმანეთში $ 23 287 266 მილიონ დოლარს გაიყოფენ, რაც წინა წელთან შედარებით $ 1,6 მილიონით მეტია.
ყველაზე დიდი თანხა პლეი-ოფში გასულ «მილუოკი ბაქს» შეხვდა — $ 1,6 მილიონი დოლარი. თუ კლუბი საბოლოო ჯამში ტიტულის მოპოვებას მოახერხებს, მთლიანი კალათიდან დამატებით $ 6 827 848 მილიონ დოლარს გადაუხდიან.
შედარებისთვის, «ტორონტო რეპტორსმა» გასულ წელს $ 5,6 მილიონი მიიღო.
NBA-ს საპრიზო ფონდის გადანაწილება:
— პირველ რაუნდში გასული გუნდები მიიღებენ $ 347 545
— გუნდები, რომლებიც საკუთარი კონფერენციის ნახევარ-ფინალში გავლენ მიიღებენ $ 413 534
— გუნდები, რომლებიც კონფერენციის ფინალში გავლენ მიიღებენ $ 683 363
— გუნდი, რომელიც NBA-ს ფინალში დამარცხდება ბიუჯეტს $ 2 732 699 დოლარით შეივსებს
— გუნდი, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდება $ 4 124 054 მილიონს მიიღებს