Sky Sports: სულშერი საკუთარ შეგირდებზე საუბრობს

"ფეხბურთელები ბედნიერები არიან, როდესაც კარგად თამაშობენ და შეხვედრას იგებენ. ჩემი საქმე არ არის, ფეხბურთელებს ბედნიერება მივანიჭო. ჩემი საქმეა - მოედანზე ის მოთამაშეები შევუშვა, რომლებიც შედეგს დადებენ. ფეხბურთელის სათამაშო ფორმა, თავად მასზეა დამოკიდებული. მან გულმოდგინედ უნდა იშრომოს და იყოს მზად ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილი დაიკავოს."
"კარგ მოთამაშეებს მარტივად შეუძლიათ ურთიერთქმედების დამყარება. სკოტი, ნემანია და ფრედი ასევე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, ამიტომაც ამ ადგილისათვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. მე ვხედავ ბევრ კომბინაციას და სხვადასხვა სისტემას, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ნახევარდაცვის ხაზში. რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ დავრჩენილვარ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრის შედეგით. ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად იმ ინტენსივობით თამაშისათვის, რომელიც ასე საჭირო იყო."
"ივნისის თვეში, როდესაც სეზეონის ერთგვარი რესტარტი მოხდა, ვფიქრობდი რომ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ხანდახან თამაში, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. მე კვლავ მგონია, რომ საკუთარი კლასის ხარჯზე გამარჯვებების მოპოვება შესაძლებელია, თუმცა ჩვენ დიდი სიზუსტე და მეტი ქრეატიულობა გვჭირდება, განსხვავებით ხსენებული მატჩისაგან. ეს ნამდვილად ასეა." - აცხადებს ულე გუნარ სულშერი.