ედუარდ მენდი: ამ კლუბს ვაღმერთებ

ედუარდ მენდი: ამ კლუბს ვაღმერთებ ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული ედუარდ მენდი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "არისტოკრატების" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ჩელსის" ღრმა ბავშობიდან ქომაგობს.

"ძალიან ამაყი ვარ. როდესაც შენით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ თამაშში შენი საუკეთესო მხარე წარმოაჩინე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ბევრ ფეხბურთელს სურს ამ გუნდში თამაში, თუმცა ყველას ეს არ შეუძლია. მიიღო იმის შესაძლებლობა, რომ ატარო ასეთი დიდებული გუნდის მაისური და დაიცვა მისი ღირსება - ეს ნამდვილია პატივია."

"ლონდონის ჩელსის ბავშობიდან ვქომაგობ. ამ კლუბს ვაღმერთებ. როდესაც 12 წლის ვიყავი, მაშინ ჩემს გუნდთან ერთად, ბრაიტონში გავემგზავრე და იქ ჩელსის თამაში ვნახე. იმ წამსვე მივხვდი, თუ რაოდენ მიმზდველია ინგლისური ფეხბურთი. წავედით ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც "ჩელსის" მაისური ვიხილე. ეს დაახლოებით 2003 წელი იყო. მაშინ ხსენებულ გუნდს რანიერი წვრთნიდა. ვიყიდე ეს მაისური. ასე, რომ "ჩელსი" ყოველთვის მომწონდა." - ციტირებს ედუარდ მენდის სიტყვებს ლონდონის ჩელსის ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.