ხუანდე რამოსი: ბეილი უნიჭიერესი ფეხბურთელია

ხუანდე რამოსი: ბეილი უნიჭიერესი ფეხბურთელია მადრიდის "რეალისა" და "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა, გარეთ ბეილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”მე ნამდვილად მომწონს ეს ფეხბურთელი. ვფიქრობ, მან ბევრი რამ მისცა მადრიდის "რეალს". მას აქვს წარმოუდგენელი ძალა და ჯადოსნური მარცხენა ფეხი. ის ძალიან მოქნილი ფეხბურთელია. ასეთი მსოფლიო დონის ნიჭი, ბევრ მოთამაშეს არ აქვს. მადრიდის "რეალში" კარგად იციან იმის შესახებ, თუ რა პრობლემები შეიძლებოდა ჰქონოდა ბეილს ზინედინ ზიდანთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გარეთს თავისი სიმართლე აქვს”- ციტირებს ხუანდე რამოსის სიტყვებს გამოცემა Marca.

გარეთ ბეილის სატრანსფერო უფლებები, კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია. ფეხბურთელი "ტოტენჰემის" შემადგენლობაში არენდის წესით 2021 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.