«მანჩესტერ იუნაიტედი» რაულ ხიმენესით ინტერესდება

«მანჩესტერ იუნაიტედი» რაულ ხიმენესით ინტერესდება ცნობილი სპორტული ვებ-პორტალის GOAL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «ვულვერჰემპტონის» თავდამსხმელი რაულ ხიმენესი «მანჩესტერ იუნაიტედის» სატრანსფერო მიზანი გახდა.

წყარო იტყობინება, რომ 29-წლის მექსიკელმა შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს «ვულვერჰემპტონი». წითელი ეშმაკები მზად არიან რაულ ხიმენესის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადო, პლუს ბონუს სისტემაც გაითვალისწინონ.

რაულ ხიმენესს მოქმედი კონტრაქტი «ვულვერჰემპტონთან» 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის მექსიკელი ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/20 წლების სეზონში «ვულვერჰემპტონის» შემადგენლობაში ხიმენესმა ჯამში 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მექსიკელის ანგარიშზე 27 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.