სტეფანოს ციციპასი ჰამბურგის ტურნირის ნახევარ-ფინალშია

მატჩი ჯამში 1:38 საათი გაგრძელდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა 3 ეისი შეასრულა და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ციციპასმა 7-დან 3 ბრეიკ პოინტი მოიგო და მიყოლებით 4 გეიმის მოგება შეძლო. ბერძენმა ჩაწოდებისას 10-დან 9 გეიმები მოიგო.
1/2 ფინალურ ეტაპზე 22-წლის ჩოგბურთელის მეტოქე ბუბლიკი გარინს შორის გამარჯვებული იქნება.
ჰამბურგი (გერმანია)
ATP Hamburg European Open
საპრიზო ფონდი: 1 062 520 ევრო
ღია კორტები, გრუნტი
მამაკაცებს შორის
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი, 2) — დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი) — 7:6 (7:5), 6:2