ბეილი: არაფერს ვნანობ

ბეილი: არაფერს ვნანობ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი, რომელიც მოცემულ მომენტში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე "ტოტეჰემის" რიგებში ასპარეზობს, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

"არა, არანაირი სინანულის გრძნობა არ მაქვს. მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია. ამ თემასთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები, ჩემი კონტროლის ზონაში არ შედის. როგორც ვთქვი, არაფერს ვნანობ, იმასთან დაკავშირებით რაც გავაკეთე. არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს. ეს მათი საქმეა. მე ვიცი რას ვფიქრობ მე, ჩემმა ოჯახმა იცის ვინ ვარ სინამდვილეში, ეს არის ყველაფერი რაც მაღელვებს."

რა თქმა უნდა, სხვა კულტურაში, სხვა ქვეყანაში გადასვლის შემდეგ, მე ვიზრდებოდი როგორც პიროვნება, რომ აღარაფერი ვთქვათ საფეხბურთო თვისებებზე. თქვენ უბრალოდ სწავლობთ გაუმკლავდეთ სიტუაციებს, რომელშიც აღმოჩნდებით. იყო ძალიან დაძაბული მომენტებიც. მატჩების მიმდინარეობის დროს მისტვენდნენ. ასე, რომ მე უბრალოდ ვისწავლე მსგავს გამოწვევებთან ურთიერთობა, ეს არ უნდა მიიტანო გულთან ახლოს. ფეხბურთი არის ის, რაც მიყვარს. თქვენ უბრალოდ უნდა აჩვენოთ საკუთარი მაქსიმუმი და ზოგჯერ ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ” - ციტირებს ბეილის სიტყვებს გამოცემა Sky Sports.

სულ რამდენიმე დღის წინ, გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა შემდეგი შინაარსის კომენტარ გააკეთა - ”დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, პრობლემები არ შეგვექმნება. "ტოტენჰემი" არის ის კლუბი, სადაც ბეილს ასპარეზობა სურს. პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, თუ მას აქ დარჩენა კიდევ უფრო მეტხანს მოუნდება. იმედი მაქვს, მადრიდის "რეალში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. ის "ტოტენჰემში" წარმატებას მიაღწევს, თუ მისი სურვილი იქნება აქ დარჩენა, მაშინ ამის მოგვარება მარტივად შეიძლება."

"იმედი მაქვს, ბეილი დაიბრუნებს თამაშისადმი სიყვარულს და საუკეთესო ფეხბურთს შემოგვთავაზებს. ეს ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ის აქ ასე უბრალოდ არ იმყოფება. ბეილმა უცხო ქვეყანაში უფრო მეტს მიაღწია ვიდრე ნებისმიერმა სხვა ბრიტანელმა ფეხბურთელმა, ასე რომ იგი წესრიგშია. ჩემი აზრით, მადრიდის "რეალში" მას ისე არ ექცეოდნენ, როგორც საჭირო იყო. მან უამრავი რამ გაიღო ხსენებული გუნდისთვის. ვფიქრობ, ზოგი რამ არასწორი იყო."

"მე მჯერა, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც კლუბში ამდენს მიაღწია, იქ შვიდი წელი გაატარა... ის უკეთესს დამოკიდებულებას იმსახურებდა. არ მსურს ვინმე დავადანაშაულო და არც ვაპირებ ამაში ჩართვას. ვფიქრობ, გულშემატკივრების საქციელი სამარცხვინო იყო (მადრიდულ გუნდში ქომაგებმა ბეილი წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად აღიარეს) და კლუბმა სათანადო მხარდაჭერა არ გამოხატა."
- ციტირებდა აგენტის სიტყვებს გამოცემა ВВС.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.