პიანიჩი: რევანში გვწყურია!

"ამ გუნდს სურს, ლისაბონში მომხდარის გამო შური იძიოს (იგულისხმება "ბაიერნთან" განცდილი მარცხი ანგარიშით 2-8) და დაამტკიცოს, რომ ეს შემთხვევითობა იყო. ჩვენი მიზანია სიარული ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძოთ. დავიწყებთ ლა ლიგით. ეს მარტივი არ იქნება, რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას იქ 5-6 ფავორიტია წარმოდგენილი, რომლებიც ტიტულისათვის იბრძოლებენ. მარტში ახალი სეზონის მეორე წრე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის "პლეი-ოფები" და ლა ლიგის გადამწყვტი მონაკვეთი - აი სად უნდა ვიასპარეზოთ მთელი ძალით."
"ამ ფეხბურთელებმა უკვე დაიმსახურეს დიდი პატივისცემა სრულიად საფეხბურთო სამყაროში და არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმეს დამტკიცება სჭირდებათ. ფეხბურთს ახასიათებს უბედური შემთხვევები. ჩემი აზრით არ მოიძებნება "ბარსელონას" არც ერთი ფეხბურთელი, რომელსაც არ ენდომებოდა იმის დამტკიცება, რომ ანგარიში 2:8 ეს შემთხვევითობა იყო. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ვესაუბრე რამდენიმე ფეხბურთელს და მათ საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა ოდნავადაც კი არ დაუკარგავთ. გასული წელი რთული აღმოჩნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სეზონი კარგი იქნება, ვინაიდან დიდებული ფეხბურთელები გვყავს."-ციტირებს პიანიჩის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.