ბრიტანეთში 18 წლის მოკრივე მოკლეს

თვითმხილველებმა გასროლის ხმები გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კერშოუ აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.
18 წლის სპორტსმენი უმალვე გადაიყვანეს უახლოეს საქალაქო საავადმყოფოში, თუმცა მედიკებმა კერშოუს სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის კოულ კერშოუ დიდი ბრიტანეთის ორგზის ჩემპიონი გახლდათ.