Marca: სებასტიან აბრეუ ლუის სუარესის შესახებ საუბრობს

Marca: სებასტიან აბრეუ ლუის სუარესის შესახებ საუბრობს ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან აბრეუ, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში, ლუის სუარესის ტრანსფერს გამოეხმაურა. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მან გამოცემა Marca-სთან ისაუბრა.

"როდესაც ამ ტრანსფერის შესახებ გავიგე, ძალიან გახარებული დავრჩი, რადგანაც ლუისი ახლა შეძლებს და კონკრეტულ მიზანს დაისახავს. სუარესი ემშვიდობება "ბარსელონაში" გატარებულ დაუვიწყარ ეპოქას. ეს მის პირველად მიზნებს ოდნავ ცვლის, თუმცა მათ საბოლოო გადაწერას მაინც არ ახდენს. მისმა პიროვნულმა ღირსებამ უნდა იმუშაოს. რაც შეეხება ადაპტაციის პერიოდს, ეს 30 წამს გასტანს და მყისიერად დასრულდება მას შემდეგ, რაც ლუისი დიეგო სიმეონეს პირისპირ შეხვდება. სიმეონე მას სათანადო ჟინით დამუხტავს, ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს თვალებში ჩახედავენ. 30 წამი სრულიად საკმარისი იქნება." - ციტირებს გამოცემა Marca სებასტიან აბრეუს სიტყვებს.

სულ რამდენიმე საათის წინ ლუის სუარესი მადრიდის აეროპორტში შენიშნეს. შესაბამის ვიდეო-მასალას Marca ავრცელებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.