მესი: შენ კლუბიდან გაგდებას არ იმსახურებდი

"მე უკვე ვეგუებოდი შენს წასვლას, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, მომხდარი ფაქტი ბოლომდე გავითავისე. როგორი რთული იქნება, თითოეული დღე შენს გარეშე, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მოგვენატრები. ერთად გატარებული ამდენი წელი, ერთობლივი სადილი და ვახშამი... რამდენი რამ არის, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას."
"ძალიან უცნაური იქნება შენი ხილვა სხვა კლუბის მაისურით და კიდევ უფრო უცნაური იქნება შენს წინააღმდეგ თამაში. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შენ ღირსეულ წასვლას იმსახურებდი. "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მოპოვებული უამრავი ტიტულით და პირადი ჯილდოთი. შენ არ იმსახურებდი კლუბიდან ასე გაგდებას, თუმცა მე უკვე ვერაფერი გამაკვირვებს. შენს ახალ თავგადასავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ძალიან მიყვარხარ და მალე შევხვდებით მეგობარო." - წერს ლეო მესი.