Bild: ბოატენგი ახალი იმიჯის შესახებ საუბრობს

"ჩემი მეგობარი დარწმუნებული იყო, რომ მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოიგებდა. მან გარკვეული სანაძლეო შემომთავაზა: თუ "ბაიერნი" გაიმარჯვებდა მე თმები იასამნისფრად უნდა შემეღება, თუ ფინალს წავაგებდით, მაშინ თმის შეღებვა მას მოუწევდა. გაკვირვებული დავრჩი, თუმცა მაინც დავთანხმდი. ჩავთვალე, რომ ასე ცხოვრებას შევძლებდი. თუ თმებს ვიღებავ, მხოლოდ ამგვარი საპატიო მიზეზით ხდება ხოლმე" - ციტირებს ჟერომ ბოატენგის სიტყვებს გამოცემა Bild.