დანილ კვიატი ახალი ჩაფხუტის სურათს აქვეყნებს

"ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეთ. ბევრი საინტერესო ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მე შევარჩიე ჩაფხუტი, რომლის დიზაინშიც იგრძნობოდა რუსული კულტურა და რომელიც შექმნეს დიზაინერებმა მალევიჩმა და შაშნიკმა. მომეწონა მათი ნამუშევარი, მიყვარს აბსტრაქტული ხელოვნება, სწორედ ამიტომ არჩევანი ხსენებულ ჩაფხუტზე შევაჩერე. იმედს ვიტოვებ, ჩემი არჩევანი თქვენც მოგეწონებათ. ვფიქრობ, რომ ეს ჩაფხუტი არაორდინალურად და საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება." - წერს დანილ კვიატი.