ხესუს ნავასი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა

ხესუს ნავასი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა "სევილიას" კაპიტანი ხესუს ნავასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, უეფას სუპერთასის ეგიდით გამართულ პაექრობაში, გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ესპანური კლუბი დაძაბულ ორთაბრძოლაში, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

"სრულიად თანაბარი თამაში იყო. საბოლოო ჯამში გადამწყვეტი გოლი მეტოქე გუნდმა გაიტანა, თუმცა სახიფათო მომენტები ჩვენც გვქონდა. ახლა აუცილებელია საკუთარი თავი წესრიგში მოვიყვანოთ და წინსვლა განვაგრძოთ. მარცხის გამო ძალიან დამწუხრებულები ვართ. ბოლომდე ვიბრძოდით, თავდაუზოგავად ვშრომობდით, განწყობა შესაძლებლობების ზღვარზე გადიოდა, მუდმივად ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ დღეს უბრალოდ ჩვენი საღამო არ იყო" - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ხესუს ნავასის სიტყვებს.

ხავი მარტინესის გადამწყვეტ გოლს ეხმაურება "ბავარიელთა" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი - "ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე ხავი მარტინესი შემოუშვა, რადგანაც ეს უკანასკნელი ბრწყინვალედ თამაშობს თავით, როდესაც საქმე სტანდარტულ მდგომარეობას ეხება. სევილიას წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ესპანური კლუბი კარგი ორგანიზებით გამოირჩევა. საბოლოო ჯამში ჩვენ დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ და შეგვიძლია საკუთარი გუნდით ვიამაყოთ." - აღნიშნავდა ნოიერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.