ენტონი დევისმა შესაძლოა «დენვერთან» შემდეგი მატჩი გამოტოვოს

ამერიკელი კალათბურთელის შესახებ ინფორმაციას «ლეიკერსის» მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოჰელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ «დენვერთან» მეოთხე შეხვედრაში ენტონი დევისმა ტრავმა მიიღო. მიუხედავად ტრავმისა მატჩში ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი გახდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 34 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია.
ფრენკ ვოჰელის თქმით ენტონის დევისის პარკეტზე გამოსვლის საკითხს სამედიცინო შემოწმებისა და კალათბურთელის არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ განიხილავს.
ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის მორიგი დაპირისპირება 27 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.