Football Manager 2021 გამოსვლის თარიღი ცნობილია

Football Manager 2021 გამოსვლის თარიღი ცნობილია ვიდეოთამაშების ბრიტანულმა კომპანიამ Sports Interactive კომპანიის იუთუბის ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის Football Manager 2021 ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ფეხბურთის მოყვარულებს თამაშის შეძენა უკვე 24 ნოემბერს შეეძლებათ.

Steam-ზე უკვე შესაძლებელია თამაშის წინასწარ შეკვეთა. Football Manager 2021-ის ფასი ამ მომენტისთვის 10%-იანი ფასდაკლებით $31.49 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ წინა ფრანშიზას მქონე მოთამაშეებს.

ხაზგასასმელია, რომ პირველად 2007/08 წლების სეზონის შემდეგ Football Manager-ი Xbox-ზე ბრუნდება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.