«ლეიკერსმა» «დენვერი» დაამარცხა

«ლეიკერსმა» «დენვერი» დაამარცხა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეოთხე შეხვედრა გაიმართა «ლოს-ანჯელეს ლეიკერსსა» და «დენვერს» შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 114:108 გაიმარჯვა და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მატჩში ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი გახდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 34 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია. მისმა თანაგუნდელმა და ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 26 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

«დენვერის» რიგებში თავის გამოჩენა მიურეიმ მოახერხა. კანადელი კალათბურთელის მონაგარი 32 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტია.


ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის მორიგი დაპირისპირება 27 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეოთხე მატჩი

«დენვერი» — «ლეიკერსი» 108:114 (30:37, 25:23, 29:27, 24:27)

სერიის ანგარიში: 1-3
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.