ნაგელსმანი : რთული მატჩი გველის

"მას შემდეგ რაც საფეხბურთო სეზონი განახლდა, ჩვენ პრაქტიკულად არ გვიჩვენებია ის ფეხბურთი, რომლის დემონსტრირებაც გვსურდა. ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების მიღწევის სურვილი, შიმშილის შეგრძნება გვაქვს, მოთამაშეებს ეს სახეზე აწერიათ. გვსურს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ, ამისათვის კი მზად ვართ. არ შეიძლება იმის უარყოფა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ნეიმარს ან მბაპეს. ესენი ტოპ-ფეხბურთელები არიან. მათ წინააღმდეგ მხოლოდ გუნდურ დაცვას თუ გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, თუმცა ვეცდებით, რომ "პარი სენ-ჟერმენი" წნეხში მოვაქციოთ და მუშაობა ვაიძულოთ. ფეხბურთი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როდესაც ორივე გუნდი შემტევ სტილს ირჩევს."-ციტირებს ახალგაზრდა სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა "ლაიპციგსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის, 18 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.