"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: სუარესი ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია

”ვფიქრობ, რომ ჩვენთან დიდი მოთამაშე მოდის. სუარესი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მას საკუთარ კლუბში ვიხილავთ. მის გაფორმებას ჯერ კიდევ მაშინ ვცდილობდით, როდესაც ის ნიდერლანდებში თამაშობდა, მაგრამ ფინანსურმა მდგომარეობამ ამის საშუალება არ მოგვცა. ბედი ასეთი ყოფილა, რამდენიმე წლის შემდეგ ლუისი მაინც ჩამოვიდა ჩვენს კლუბში” - ციტირებს სერესოს სიტყვებს გამოცემა Marca.
მადრიდის "ატლეტიკომ", 33 წლის ურუგვაელი შემტევის ტრანსფერისათვის 6 მილიონი ევრო გაიღო. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბონუსურ სისტემასაც.
Acuerdo con el FC Barcelona para el traspaso de @LuisSuarez9.
— Atlético de Madrid (@Atleti) September 23, 2020
ℹ️ https://t.co/9JeoSD7Omw pic.twitter.com/U2FB8ZSKdX