თომას მიულერი — სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელია

თომას მიულერი — სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელია უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გამარჯვებული «მიუნხენის ბაიერნი» და ევროპის ლიგის ტიტულის მფლობელი «სევილია» დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ჰანსი ფლიკის გუნდმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხა.

31-წლის გერმანელი შემტევი მთელი 120 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მოედანზე. თომას მიულერმა რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. შეხვედრის 51-ე წუთზე საჯარიმოში მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა მიულერმა პასი რობერტ ლევანდოვსკის გაუკეთა, რომელმაც მომენტი დაასრულა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო რეკორდმაისტერს გოლი არ ჩაუთვალეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თომას მიულერი სუპერთასის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.