რაკიტიჩი: ვულოცავთ "ბაიერნს" ამ გამარჯვებას

რაკიტიჩი: ვულოცავთ "ბაიერნს" ამ გამარჯვებას საფეხბურთო კლუბ "სევილიას" გამოცდილი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, უეფას სუპერთასის ეგიდით, მიუნხნის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

"დეტალებმა ყველაფერი გადაწყვიტა. ჩვენ უნდა მივულოცოთ მიუნხენის "ბაიერნს" ეს გამარჯვება. ფეხბურთი ასეთია. წვრილმანი დეტალები ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. დღეს ყველამ ნათლად დაინახა თუ რას წარმოადგენს მანუელ ნოიერი. ჩვენ გოლის გატანის ორი დიდებული მომენტი გვქონდა."

"ამის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნს" დიდი საჩუქარი გავუკეთეთ კუთხურის სახით. რის შემდეგადაც საკუთარ კარებში მეორე გოლი მივიღეთ. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი გუნდით, იმით თუ როგორ ვთამაშობდით ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ. ახლა ჩემპიონატისთვის მზადება გვმართებს."-ციტირებს ივან რაკიტიჩის სიტყვებს მიუნხენის "ბაიერნი" ოფიციალური ვებ-გევრდი.

"ჩენ უნდა ვამაყობდეთ, საკუთარი გუნდს ძალისმევით, ხასიათით და ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტით." - ეს კი "სევილიას" მთავარი მწვრთნელის ჟულიენ ლოპოტეგის სიტყვებია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.