თბილისის «ლოკომოტივი» «გრანადასთან» დამარცხდა

ესტადიო ნუევო ლოს კარმენესის სტადიონზე შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო «გრანადასთან» მატჩშიც რკინიგზელები მეორე ნომრად თამაშობდნენ და კონტრშეტევებზე საკუთარ მომენტებს ელოდებოდნენ.
მიუხედავად არაერთი მომენტისა პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრა უხეშობით არ გამოირჩეოდა, თუმცა პირველ 45 წუთში გოზობუიუკმა ორი ქართველი დარცმელია და
ულად ომარი გააფრთხილა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ აქტიურად დაიწყო «გრანადამ» და მსაჯის სასტვენიდან 3 წუთში მაჩისმა შორეული დარტყმულით ულამაზესი გოლი გაიტანა მამარდაშვილის კარში. 54-ე წუთზე უხეში თამაშისთვის გაბაძე იქნა გაფრთხილებული, ხოლო 59-ე წუთზე კვლავ მოჩეხვისთვის ქართველმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
აშკარა იყო, რომ 10 კაცით დარჩენილ ლოკომოტივს ფაქტიურად აღარანაირი შანსი აღარ რჩებოდა. მატჩს წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოლინამ დაუსვა. პუერტასის დარტყმული ბურთის მოგერიების შემდეგ დამატებაზე მამარდაშვილი მოლინამ დატოვა უშანსოდ 2:0.
ამრიგად ლოკომოტივი ევროპის ლიგის მიმდინარე წლის გათამაშებას გამოეთიშა.