რუმენიგე: ეს დაუვიწყარი გრძნობაა

”მინდა გულწრფელად მივულოცო გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ჰანს ფლიკის ხელმძღვანელობით უეფას სუპერთასის მოგება. გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა ეს ტიტული. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ მიუნხენში ე.წ კვადროპელი ჩავიტანეთ. წარმოუდგენელი გრძნობაა ამ ტიტულის კვლავ მოპოვება, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. როდესაც მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნებს შევხედე, იქ ბაიერნის გულშემატკივრების ბევრი ბედნიერი სახე დავინახე."
"მადლობა მინდა გადავუხადო უეფას პრეზიდენტს ალექსანდრ შეფერინს ამ ფინალის პროფესიონალური მენეჯმენტისთვის. ეს საფეხბურთო კულტურისთვის, სტადიონზე არსებული ემოციებისათვის და შესაბამისი ატომოსფეროსთვის წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. ყველა ჩვენს გულშემატკივარს სახლამდე კარგ მოგზაურობას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ შევახსენებ შესაძლებლობას, მიუნხენში დაბრუნების შემდეგ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსის ტესტი - ალიანს არენაზე." - აღნიშნავდა კარლ-ჰაინც რუმენიგე.
Another one for the collection 😏🏆🏆🏆🏆
— FC Bayern English (@FCBayernEN) September 24, 2020
Celebrate now with a winners shirt: https://t.co/hjXMhTZVfu#MiaSanChampions #SuperCup pic.twitter.com/3ZhUi9kDYG