მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები უეფას სუპერთასის ეგიდით, ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრას ეხმიანება მიუნხენის "ბაიერნის" ორი გამორჩეული ფეხბურთელი - მანუელ ნოიერი და თომას მიულერი. მოთამაშეები მოპოვებული გამარჯვებით (2-1) ბედნიერები არიან და აღნიშნავენ, რომ "რეკორდმაისტერმა" ხსენებული ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

მანუელ ნოიერი: "სევილია - ძალიან კარგი გუნდია. მწვრთნელი მათ კარგად უძღვება, ისინი ნამდვილად ერთიანი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. "სევილიასთან" თამაში ადვილი არ არის. გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მუდმივად ვახდენდით მეტოქეზე ზეწოლას. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი თამაშით. ეს არის დამსახურებული გამარჯვება.”

თომას მიულერი: ”როგორც მოსალოდნელი იყო, სევილია რთული მეტოქე აღმოჩნდა. ეს არის შეთამაშებული გუნდი. მათ სუპერ შანსები არ ჰქონიათ, თუმცა პენალტის წყალობით ანგარიში გახსნეს, ამის შემდეგ კი ძალისხმევის მაქსიმალური კონცენტრაცია მოგვიხდა. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ოპტიმალურად, განსაკუთრებით მატჩის საწყის პერიოდში და ვერ გამოვიყენეთ თავისუფალი სივრცე საუკეთესო ფორმით. მეორე ტაიმში შეხვედრა ჩვენი კარნახით მიდიოდა. გამარჯვების ტორტზე მოთავსებული ალუბალი, ჩვენი "მისტერ სუპერთასის" - ხავი მარტინესის, გატანილი გოლი იყო."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.