ფლიკი ფინალურ პაექრობას აფასებს

ფლიკი ფინალურ პაექრობას აფასებს მიუნხენის "ბაიერნი" უეფას სუპერთასის გამარჯვებულია. გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ესპანური კლუბი "სევილია" დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 2-1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ ჰანს დიტერ ფლიკის მატჩის შემდგომ კომენტარს.

"ძალიან სასიამოვნო იყო, სტადიონზე გულშემატკივრების ხილვა . ვფიქრობ, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. იმედს ვიტოვებ, უახლოეს პერიოდში არენები კვლავ ბოლომდე შეივსება, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენხანს გასტანს პანდემია. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მომენტი იყო. მოედანზე განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა. გუნდი ბრწყინვალე მენტალიტეტს დემონსტრირებს არა მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში, არამედ ვარჯიშებზეც. ლევანდოვსკის მიერ შესრულებული ასისტით, შეგეძლოთ სიამოვნება მიგეღოთ. შეხვედრის ბოლოს, გუნდი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა." - აღნიშნავდა ფლიკი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.