ოფიციალურად: სანტიაგო არიასი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას დაიცავს

ოფიციალურად: სანტიაგო არიასი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას დაიცავს ლევერკუზენის "ბაიერის" პრეს-სამსახურმა, საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებიდან სანტიაგო არიასის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

28 წლის ფეხბურთელი "ფარმაცევტების" შემადგენლობაში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე იასპარზებს და გერმანიაში 1 წელს გაატარებს. ხსენებული კონტრაქტი გამოსყიდვის ოფციასაც ითვალისწინებს.

"ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი გავიფორმეთ, ის მყისიერად გააძლიერებს ჩვენს გუნდს. არსებული გადატვირთული გრაფიკის გამო, აღნიშნული ტრანსფერი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო." - ციტირებს რუდი ფიოლერის სიტყვებს ("ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი) კლუბის ვებ-გვერდი.

"ბაიერი" - ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც ესპანეთში კარგი რეპუტაცია აქვს. ატლეტიკოს შემადგენლობაში მყოფი, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, შეხვედრები ჩავატარე და თავად დავრწმუნდი როგორ თამაშობენ აქ ფეხბურთს. სულმოუთმენლად ველი ბუნდესლიგაში საკუთარ დებიუტს და ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. მსურს გუნდს დავეხმარო. ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ" - ეს კი თავად სანტიაგო არიასის სიტყვებია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.