ლიონელ მესის «ბარსელონას» დატოვება სურს

ლიონელ მესის «ბარსელონას» დატოვება სურს Sky Sports და BBC-ს წარსულში ცნობილი ჟურნალისტი ჰარი ჰანტერი Daily Mirror-თან ინტერვიუში კატალონიის «ბარსელონას» თავდამსხმელზე ლიონელ მესიზე საუბრობს.

ექსპერტის თქმით, 33 წლის არგენტინელის მოტივაცია კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულებაში ჩაწერილი ხელფასი არ არის. მესის სურს იპოვოს გუნდი, რომელთან ერთადაც კიდევ ერთხელ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას.

ჰანტერი Daily Mirror-ის ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავს, რომ მესისთან კონტრაქტში კატალონიელებს არ აქვთ ჩასმული პირგასამტეხლოს საკომპენსაციო თანხა, რაც არგენტინელ ფორვარდს აძლევს შესაძლებლობას «ბარსელონა» უფასოდ დატოვოს.

ჰარი ჰანტერი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის მესი დირექტორთა საბჭოში მოვლენების განვითარებას ელოდება, რომლის შემდეგაც აშკარა გახდება კლუბის განვითარების ვექტორი.

მესის «ბარსელონადან» წასვლის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა აქტუალი, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე კატალონიელები რეკორდმაისტერთან გამანადგურებელი ანგარიშით 2:8 დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით მესიმ 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 32 გოლის გატანა და 24 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. transfermarkt-ის ინფორმაციით 33 წლის არგენტინელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 112 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.