ისრაელ ადესანია: «პაულო კოსტასთან დაპირისპირება ჩემთვის რიგითი ბრძოლაა»

ისრაელ ადესანია: «პაულო კოსტასთან დაპირისპირება ჩემთვის რიგითი ბრძოლაა» საშუალო წონაში UFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პაულო კოსტასთან დაპირისპირება მისთვის უმნიშვნელოა, როგორც მორიგი რიგითი დაპირისპირება.

გულშემატკივრების მოსაზრებას, რომ ადესანიასთვის პაულო კოსტა ყველაზე რთული მეტოქე იქნება, თავად მებრძოლი ასე პასუხობს:

«სიმართლე გითხრათ ასე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ ეს დიდი ბრძოლაა, თუმცა მე ყველაფერი გამომივა. ჩემთვის ეს კიდევ ერთი რიგითი ბრძოლაა, უბრალო დღე ოფისში»

«არ მინდა ფსონები დავწიო, რადგან ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა, დიდი ანონსი. ხალხი ამბობს, რომ ჩვენი დაპირისპირება წლის ბრძოლაა და ამ მოსაზრებას დანა უაითიც ეთანხმება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოსტა საკმარისად მაგარი აღმოჩნდება, რომ ხუთ-რაუნდიან ცემას გაუძლოს. თუმცა არამგონია მას საკმარისი ბენზობაკი ჰქონდეს»

«შეხედულებას გულშემატკივრები კვლავ შეცდომაში შეჰყავს. ისინი ხედავენ დიდ კუნთებს და ფიქრობენ, რომ ასე უნდა გამოიყურებოდეს ნადვილი მებრძოლი, განსაკუთრებით ფანატები. ისინი ჩვენს გადასახადებს იხდიან და ამ მ***ზე იყიდებიან.

როდესაც გულშემატკივრები დაინახავენ როგორ გალახავს გამხდარი კლოუნი დიდ ათლეტს გაუგებრობაში აღმოჩნდებიან: ასე როგორ მოხდა? გამხდარმა ბიჭმა ეს კუნთის გროვა დაამარცხა! როგორ გააკეთა? ეს მათ ტვინს აუფეთქებს, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს როგორ ვაპირებ გამარჯვებას. ძალიან იოლი ბრძოლა იქნება, ამიტომ ბევრი შოკირებული დარჩება
», - ამბობს ისრაელ ადესანია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.