ლუის სუარესის პირველი კომენტარი

ლუის სუარესის პირველი კომენტარი აწ უკვე მადრიდის «ატლეტიკოს» ფორვარდმა, ლუის სუარესმა, დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც 33-წლის ურუგვაელმა მადრიდში გადასვლა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ ლუის სუარესის «ატლეტიკოში» ტრანსფერი კატალონიური კლუბის მესვეურებმა დაადასტურეს და ურუგვაელი ფორვარდის გარშემო შექმნილ გაურკვევლობას წერტილი დაესვა.

«როდესაც ბარსელონამ ტრანსფერზე გამიყვანა, უამრავი ზარი მქონდა და არაერთი შემოთავაზება. მე იმ გუნდში მსურდა გადასვლა, რომელშიც შევძლებდი ბარსელონასთვის და რეალისთვის კონკურენცია გამეწია».

«ატლეტიკო კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძვის და მოუთმენლად ველი მადრიდული კლუბის მაისურით მატჩს. მინდა გუნდს პროგრესირებაში დავეხმარო და სასურველ შედეგებს მივაღწევინო», — ამბობს ლუის სუარესი.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს 33 წლის ფორვარდმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ლუის სუარესის პირველი კომენტარი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.